თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სამშაბათს, 16 ივნისს ყვავილებით შეამკო ვაკე-საბურთალოს გზაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლური მემორიალი.
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
„ეს შემზარავი ისტორიაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოვლენები ჩვენს დედაქალაქს მოულოდნელად დაატყდა თავს. მინდა მივუსამძიმრო ყველას, მთელ საქართველოს, ყველა ოჯახს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია.