მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია: სტოლტენბერგი ევროკავშირის ივნისის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სქინასმა განაცხადა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე იუნკერი და ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი თავდაცვის სფეროში ევროპულ თანამშრომლობასა და ასევე ზოგად გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25-26 ივნისს ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სქინასმა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ევროკომისიის თავმჯდომარე (ჟან კლოდ) იუნკერი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ისინი  იმსჯელებენ ევროკავშირის 25–26 ივნისის სამიტის სამზადისზე, რომელზეც სტოლტენბერგია მიწვეული. იუნკერი და სტოლტენბერგი განიხილავენ თავდაცვის სფეროში ევროპულ თანამშრომლობასა და ასევე ზოგად გეოპოლიტიკურ ვითარებას“, — განაცხადა სქინასმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება ევროკავშირის ივნისის სამიტის ძირითადი განსახილველი თემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0