სუდაძე: თბილისში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

გამოწერა
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმუმ ორ დღეში დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე თბილისში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას გამორიცხავს. 

14 ივნისის ღამით ხეობაში მდებარე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი განადგურდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 17 ადამიანი, 5 ადმიანი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

„აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.  ამ მხრივ აქტუალურ უბნებად მიიჩნევა „მზიური“ და ზოოპარკი. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია. ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს, პირადად მე, უსაფუძვლოდ მივიჩნევ“, — განაცხადა სუდაძემ. მისი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმუმ ორ დღეში დასრულდება. 

ამის პარალელურად, ზოოპარკის ტერიტორიაზე ჯერჯერობით კვლავ რჩება წყალდიდობისას დაღუპული ცხოველების გვამები. 

„ეს ცხოველები უკვე მესამე დღეა იქ არიან, შესაბამისად, არსებობს გარკვეული ინფექციების გავრცელების რისკი. დღეს ორი დელეგაცია ჩამოვიდა — დიდი ჯგუფი ისრაელის ზოოპარკიდან და პრაღის ზოოპარკიდან, რომლებსაც სტიქიური უბედურებისას მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ“, — განაცხადა ზოოპარკის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მზია შარაშენიძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0