თბილისის, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 16 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი, იუწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
„დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარბუქი. ამინდის გაუარესების გამო გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ხორციელდება მონიტორინგი. უსაფრთხოების მიზნით, მდინარე ვერეს ხეობიდან მომუშავები გამოჰყავთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
14 ივნისის ღამით, ხეობაში მდებარე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი განადგურდა.
გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, ქალქის ცენტრალური ქუჩები და ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 17 ადამიანი, 5 ადმიანი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროში განაცხადეს, თბილისის წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც ქალაქის გარეუბანში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს ჩახერგვა მოჰყვა. ამან, თავის მხრივ, წყლის დონის აწევა გამოიწვია.