თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ხუთი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, განაცხადა სამშაბათს, 16 ივნისს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
”ჩვიდმეტი ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ, იძებნება ხუთი ადამიანი”, — განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ ორი ცხედარი ვაკეში, ”მზიურის” ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.
14 ივნისს, ღამით დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.