ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო ვერეს ხეობიდან ევაკუაცია დაიწყო

© photo: Sputnikამინდი
ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერეს ხეობიდან ადამიანები გამოჰყავთ, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ამიტომ ვერეს ხეობიდან ადამიანები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ, გამოჰყავთ. ხეობაში როგორც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ისე მოხალისეები მუშაობენ, განაცხადეს სამშაბათს, 16 ივნისს მერიაში.

”ველოდებით ამინდის გაუარესებას, ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისმა სტრუქტურებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს”, — განაცხადა თბილისის მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

კვირას, 14 ივნისის ღამით ხეობაში მრავალი საცხოვრებელი სახლი და თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი განადგურდა.

ასევე დაიტბორა ზოოპარკი, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს, რომ დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც ქალაქის ცალკეულ უბნებში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს დროებით ჩახერგვა მოჰყვა. კოკისპირული წვიმის შედეგად მდინარის წყლის დონემ მოიმატა.


ყველა ახალი ამბავი
0