პატრიარქმა კირილმა საქართველოში წყალდიდობით დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerსტიქიის შედეგად დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი
სტიქიის შედეგად დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საპატრიარქოს ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, პატრიარქი აღავლენს ლოცვებს „დაშავებულების სწრაფი განკურნებისათვის და ტანჯულთა დასამშვიდებლად, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მაშველებისა და ექიმებისთვის დახმარების მისავლენად”.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას უთანაგრძნობს დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, აღნიშნულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

კვირას, 14 ივნისის ღამით, თბილისში ძლიერი კოკისპირული წვიმა მოვიდა, რომელსაც ქარი და სეტყვა დაერთო თან, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, გზები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, შვიდი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

”გულისტკივილით მივიღე საქართველოში მომხდარი წყალდიდობის შესახებ ცნობა, რომელმაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ნათესავებსა და ახლობლებს, ყველას, ვინც დაზარალდა და უსახლკაროდ დარჩა”, — აღნიშნულია პატრიარქის გზავნილში.

რუსეთის საპატრიარქოს ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ის აღავლენს ლოცვებს ”დაშავებულების სწრაფი განკურნებისათვის და ტანჯულთა დასამშვიდებლად, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მაშველებისა და ექიმებისთვის დახმარების მისავლენად”.

თავისი თანაგრძნობა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ასევე კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონუფრიმ გამოუცხადა.

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0