სუდაძე: თბილისში ესტაკადები სერიოზულად არ დაზიანებულა

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 ივნისს ღამით წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. წყალდიდობის შედეგად თბილისში ესტაკადები სერიოზულად არ დაზიანებულა, ისინი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის უსაფრთხოა, განაცხადა სამშაბათს, 16 ივნისს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.

”ესტაკადა პირველივე დღეს გამოვიკვლიეთ. ექსპერტებმა აღნიშნული ტერიტორია შეისწავლეს და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ესტაკადა სერიოზულად არ არის დაზიანებული. ყველა ესტაკადა უსაფრთხოა და მათი შემდგომი ექსპლუატაციის ვადა იგივე იქნება, რაც სტიქიამდე იყო”, — განუცხადა სუდაძემ ჟურნალისტებს.

14 ივნისს ღამით წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის  უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, შვიდი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს, წყალდიდობა თბილისში უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც დედაქალაქის გარეუბანში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს დროებით ჩახერგვა მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, წყლის დონის მატება გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0