თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ვეფხვებს, გიენასა და დათვს ეძებს

© facebook.com/mod.gov.geსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკი სტიქიური უბედურების — წყალდიდობის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელიც ქალაქს თავს დაატყდა. ცხოველების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დაიღუპა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის დირექტორი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ორ ვეფხვს, გიენასა და დათვს ეძებს, რომლებიც თბილისში წყალდიდობისას დაიკარგნენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

მანამდე, სამშაბათს, საქართველოს მთავრობასთან არსებული უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე აცხადებდა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ქალაქში აღარ არიან. 

„მოცემული მომენტისთვის ჩვენ ორ ვეფხვს, ერთ გიენასა და ერთ დათვს ვეძებთ. ჩვენ აღარ ვეძებთ ლომებსა და იაგუარებს და გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ქალაქში პანტერა დადის, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან პანტერა საერთოდ არ გვყოლია“, — აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

14 ივნისის ღამით თბილისში თავსხმა წვიმა მოვიდა, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი. მძვინვარე სტიქიამ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, გზები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი.

თბილისის ზოოპარკი სტიქიური უბედურების — წყალდიდობის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელიც ქალაქს თავს დაატყდა. ცხოველების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დაიღუპა. 


ყველა ახალი ამბავი
0