თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. Petrocas Energy Group–ის მეწილე, საქართველოში ნავთობტერმინალისა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელი დავით იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ წყალდიდობით დაზარალებულ თბილისს, უპირველეს ყოვლისა, საწვავ–საცხები მასალები, ხოლო დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სჭირდებათ.
„ვფიქრობ, ქალაქს პირველ რიგში საწვავ–საცხები (მასალებით) დახმარება სჭირდება. მეორე – იქ ბევრი ოჯახი უსახლკაროდ, შემზარავ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოჯახებს ინდივიდუალური დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა ბიზნესმენმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
მანამდე იაკობაშვილი საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე წერს, რომ ნავთობთრეიდინგული კომპანია Petrocas Energy Limited „უკვე მონაწილეობს ამ შემზარავი უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში“. როგორც ბიზნესმენმა სააგენტოს განუმარტა, კომპანიამ კვირას უკვე გადასცა 10 ტონა საწვავი.
„ვნახოთ, თუ კიდევ დასჭირდებათ, კიდევ მივცემთ“, — აღნიშნა იაკობაშვილმა.