თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გამოწერა
ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც 14 ივნისის ღამით მოხდა, თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც 14 ივნისის ღამით მოხდა, თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დიდ ნაწილზე, გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორიასა და ვაგზლის მოედნისკენ მიმავალ ხიდზე, ასევე ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა შეზღუდა. ვაკე-საბურთალოს გზა ყველაზე მეტად დაზიანდა და იქ სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

მოძრაობა შეზღუდულია თბილისის ფილარმონიასთანაც გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტოტრანსპორტს მხოლოდ ელბაქიძის ქუჩისა და თავისუფლების მოდნისკენ შეუძლია მოძრაობა. ამავდროულად, გადაკეტილია მოძრაობა ელბაქიძის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მანქანებს შეუძლიათ ისარგებლონ ხიდით და იმოძრაონ სანაპიროს საპირისპირო მხარეს.  


ყველა ახალი ამბავი
0