დაღუპულ ცხოველთა რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

გამოწერა
სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნი და გადარჩენილია 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. წყალდიდობის შედეგად 14 ივნისის ღამეს დაღუპულ ცხოველთა ზუსტი რაოდენობა ჯერაც უცნობია. 

 „ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია“, — ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი დაიხრჩო.

 „თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა“ — აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკის მონაცემებით, სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. 

სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნი და გადარჩენილია 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი.

 

ყველა ახალი ამბავი
0