ერევნის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკის დაზარალებული ცხოველები შეიფაროს

გამოწერა
14 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად დამანგრეველი წყალდიდობის ეპიცენტრი თბილისის ზოოპარკი გახდა.ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნია თანამშრომელთა ცხედრები. სტიქიის დროს ადგილზე დაიღუპა უამრავი ცხოველი.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ერევნის ზოოპარკი მზად არის თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველები შეიფაროს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ერევნის მერიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. ერევნის მერმა ტარონ მარკარიანმა ორშაბათს გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ თბილისელი კოლეგები უკვე ინფორმირებულნი არიან სომხური მხარის ამ ინიციატივის შესახებ. 

 ერევნის მერის დავალებით, თბილისში ქართველი კოლეგების დასახმარებლად, ერევნის ზოოპარკის თანამშრომლები იმყოფებიან.

 14 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად დამანგრეველი წყალდიდობის ეპიცენტრი თბილისის ზოოპარკი გახდა. ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნია თანამშრომელთა ცხედრები. სტიქიის დროს ადგილზე დაიღუპა უამრავი ცხოველი. 30-მდე მტაცებელი ცხოველი კი ვოლიერებიდან გამოვიდა და ქალაქში გაიქცა. ზოოპარკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 600 ცხოველიდან ნახევარზე მეტი სტიქიის მსხვერპლი შეიქნა. 

ყველა ახალი ამბავი
0