თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 19-21 ივნისს მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმში ბრატისლავაში (GLOBSEC), განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა მარგველაშვილის ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, შედგება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი.
ქართული მხრიდან ღონისძიებაში 18 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.