მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იტყობინებოდა, რომ საქართველო საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას ივნისის ბოლომდე მოაწერს ხელს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში, ლაბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება, თუმცა არ არის დაზუსტებული რა სახის დოკუმენტზეა საუბარი. 

 მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე საფრანგეთთან ხელს მოაწერს ხელშეკრულებას საჰაერო უსაფრთხოების შესახებ.

 „დღეს ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი დავასრულეთ და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა,“ — განაცხადა ხიდაშელმა საფრანგეთში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა  და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

 „მინდა მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მომგებიანია. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე ოპოზიციაში გადასულმა საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრალი დასდო ყოფილ თანამებრძოლებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების განზრახ ჩაშლაში.

ალასანია აღნიშნავდა, რომ მინისტრის რანგში მისი საფრანგეთში ვიზიტისას 2014 წლის 28 ოქტომბერს, პრემიერის სურვილის წინააღმდეგ, მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არ მომხდარა. მისი თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდებოდა შესაძლებლობა მთლიანად გაეკონრტოლებინა ქვეყნის საჰაერო სივრცე.

მოგვიანებით, მინდია ჯანელიძემ, რომელიც ირაკლი ალასანიას შემდეგ ჩაუდგა სათავეში თავდაცვის უწყებას, განაცხადა, რომ „არაფერი არ ჩაშლილა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.“

 


ყველა ახალი ამბავი
0