თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა, ივლისის პირველ რიცხვებში შედგება.
„ პრაღაში დაგეგმილი ჩვენი შეხვედრა ივლისის თვის პირველ ნახევარში გაიმართება“, – განაცხადა აბაშიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
აბაშიძის განცხადებით, კარასინთან სატელეფონო საუბრისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის შეთავაზებას სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხში დახმარების შესახებ გაითვალისწინებს, თუმცა, არსებული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, რთულია დაკონკრეტება თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს ქვეყანა.
თბილისში კვირას, 14 ივნისის ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელსაც სეტყვა და ქარი დაერთო თან. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, უპზტრონო ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.