თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, 1 მილიონ ლარს (446,4 ათასი აშშ დოლარი) გამოყოფს თბილისში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთა დასახმარებლად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორშაბათს, 15 ივნისს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
„მინდა ვთხოვო პარლამენტის საფინანსო სამსახურს, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს ხანებში წარმოგვიდგინოს შესაძლო ცვლილებები პარლამენტის ბიუჯეტში. წინასწარი ვარაუდით, მე მგონი ჩვენ შევძლებთ დაახლოებით ერთი მილიონი ლარის მობილიზებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხაური „საქსტატი“ აპირებს გამოყოს 1 მილიონი ლარი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური — 100 ათასი ლარი (დაახლოებით 44,6 ათასი აშშ დოლარი), სახელმწიფო აუდიტის სამსახური —50 ათასი ლარი (დაახლ. 22,3 ათასი აშშ დოლარი).
სტიქიით დაზარალებულთათვის თანხების გაღება ასევე გადაწყვიტეს: მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამ Beeline - 20 ათასი ლარი (8.9 ათასი აშშ დოლარი); Bank Republic და ProCredit Bank — თითოეულმა 30 ათასი ლარი (დაახლ. 13,3 ათასი დოლარი); TBC Bank — 50 ათასი ლარი (დაახლ. 22,3 ათასი აშშ დოლარი); а Bank of Georgia — 100 ათასი ლარი (დაახლ. 44,6 ათასი აშშ დოლარი); სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ და სადაზღვევო კომპანია „Imedi L“ — მა თითოეულმა 25 ათასი ლარი(11,1 ათასი აშშ დოლარი); ფარმაცევტულმა კომპანია „PSP“ –მ 100 ათასი ლარი(დაახლოებით 44,6 ათასი აშშ დოლარი); დეველოპერულმა კომპანია Archi Group 10 ათასი ლარი (4,5 ათასი აშშ დოლარი); ძმებ არველაძეების საქველმოქმედო ფონდმა 5 ათასი ლარი (2,2 ათასი აშშდოლარი).