თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა განაცხადა, რომ უწყებამ კიდევ ერთხელ შესთავაზა დახმარება საქართველოს, რომელიც წყალდიდობისაგან დაზარალდა და რომ 130 რუსი მაშველი მზად არის გაფრინდეს უბედურების ზონაში, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
მანამდე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ გაითვალისწინებს რუსული მხარის შეთავაზებას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის დახმარების თაობაზე.
„გუშინ პირადად ვესაუბრე სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას და განვიხილეთ სამაშველო ოპერაციის ჩატარების ყველა საკითხები. მე მივუსამძიმრე ქართულ მხარეს და კიდევ ერთხელ შევთავაზე რუსეთის მხრიდან დახმარება,“ – განაცხადა პუჩკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჟენევაში რუსეთის მონაწილეობით განართულ მოსახლეობისა და ტერიტორიების საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის საერთაშორისო საკოორდინაციო-საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ.
პუჩკოვმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ქართულ მხარეს დახმარება შესთავაზა. მისი თქმით, სტიქიური უბედურების ზონაში გასაფრენად მზად არის ორი თვითმფრინავი Ил-76 და 130 მაშველი, რომელთაც წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის უდიდესი გამოცდილება აქვთ, როგორც რუსეთში ასევე საზღვარგარეთ.
„ჩვენ ჯერ ველოდებით ჩვენი ქართველი კოლეგების პასუხს“ — განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა.