თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ასევე რიგითმა თბილისელებმა ორშაბათს, 15 ივნისს ყვავილებით შეამკეს სვანიძის ქუჩაზე წყალდიდობისას დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლური მემორიალი.
მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ხეობაში, წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, 14 ივნისის წაყლდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
როგორც მანამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყებოდა, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც თბილისის გარეუბნის დამეწყვრა და მდინარე ვერეს დროებითი ჩახერგვა მოჰყვა. სწორედ ამის გამო აიწია მდინარეში წყლის დონემ.
კვირას, 14 ივნისის ღამით თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა.