თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმდაც თბილისში წყალდიდობით დაზარალებული პირები უფასოდ შეძლებენ დოკუმენტების აღდგენას ან ახალი დოკუმენტების დამზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ 15 ივნისი გლოვის და უქმე დღედ გამოცხადდა, თბილისის იუსტიციის სახლი დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
იქ შესაძლებელი იქნება შემდეგი საბუთების უფასოდ აღადგენა ან აღება:
ა) პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ბ) ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა);
გ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
დ) ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
ვ) დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ზ) ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
თ) გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ი) ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
კ) ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ლ) ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
მ) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება;
ნ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა;
ო) ფოტოსურათის საფასური;
პ) ატესტატის დუბლიკატი.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.
14 ივნისის ღამეს გადაუღებელი წვიმისა და მდინარე ვერეს კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დატბორილია ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 და დაზარალებულია 37 ადამიანი. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 10 ადამიანი.