საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტი მზადაა და მას ხელი დღის ბოლომდე მოეწერება.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას, 14 ივნისს განაცხადა, რომ 15 ივნისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ  განკარგულებას დღის ბოლომდე მოაწერს ხელს.

„სამწუხაროდ, ჩვენ დაღუპულები გვყავს. მე მსურს მთავრობის სახელით თანაგრძნობა გამოვხატო. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ვაპირებთ გლოვის დღის გამოცხადებას. ამისათვის უკვე მზადაა მთავრობის განკარგულება. 13–14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. დღეს მე ხელს მოვაწერ  შესაბამის დოკუმენტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, რომელიც 14 ივნისის ღამეს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, კალაპოტიდან მდინარე ვერეს გადმოსვლის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ზოოპარკის ტერიტორიიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, 36 – დაშავებული.

ამ დრომდე გრძელდება გაქცეული ცხოველების დაჭერის ოპერაცია. ქალაქის მოსახლეობას შესაბამისი სამსახურები ქუჩაში გადაადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ, გარდა ამისა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საზოგადოებას სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარებისკენ მოუწოდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0