რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზადაა საქართველოს დაეხმაროს

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუჩკოვი
ვლადიმირ პუჩკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს შს მინისტრს ოფიციალური მიმართა გამოუგზავნა.

თბილისი, 14 ივნისი –  Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარება შესთავაზა, რუსეთის ფედერაციის 100 მაშველი სპეციალური აღჭურვილობებით მობილიზებულია საქართველოში გადმოსაფრენად, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კვირას, 14 ივნისს.

გადაუღებელმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი, კვირას ღამით დატბორა თბილისის ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილი უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი და ათობით ცხოველი.

 „რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს შს მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მწუხარებას გამოხატავს სტიქიის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო და წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარებას სთავაზობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უწყების პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.

მიმართვაში, კერძოდ, წერია: „ქართველი ხალხისთვის ამ რთულ დროში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მზადაა დახმარებისთვის, მზად ვართ საქართველოში სპეციალისტები და მაშველები გავაგზავნოთ, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საჭირო მოწყობილობებით“.

გარდა ამისა, საქართველოში გამოსაფრენად მზადაა  თვითმფრინავი МЧС Ил-76  სპეციალური სამაშველო ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვილი, ასევე 100 საერთაშორისო დონის მაშველი, რომლებსაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება მსგავს სიტუაციებში მოქმედების როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ, იუწყება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს–სამსახური.

 


ყველა ახალი ამბავი
0