მოსკოვის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების მისაღებად

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთანავე, მოსკოვის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკსწ რამდენიმე ცხოველის გადმოცემას სთავაზობს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მოსკოვის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკს, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა, დახმარება აღმოუჩინოს: ცხოველები დროებით მოათავსოს თავის ვოილერებში და გადასცეს ახალი ბინადრები, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მოსკოვის ზოოპარკის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელის ოლგა ვაინშტოკზე დაყრდნობით კვირას, 14 ივნისს.

გადაუღებელმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი, კვირას ღამით დატბორა თბილისის ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილი უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ზოოპარკის ტერიტორიიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ. მაშველებმა რამდენიმე ცხოველის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება მოახერხეს, ნაწილის ლიკვიდაცია კი სპეცრაზმმა მოახდინა. ამ დრომდე გრძელდება გაქცეული ცხოველების დაჭერის ოპერაცია.

„ჩვენ მზად ვართ თბილისის ზოოპარკს გადავცეთ ცხოველები, მხოლოდ კონკრეტულად რომელი – ეს მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ისინი დაგვიკავშირდებიან“, –განაცხადა ვაინშტოკმა.

„რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიაზე ცხოველების გაჩერებას, ჩვენ ამ კუთხითაც შეგვიძლია დახმარების შეთავაზება, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავშესაფარში შევთავაზოთ მათ დროებითი ადგილი“, – დაამატა მან.

ბოლო მონაცემებით, თბილისში სტიქიას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დგინდება უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული, რომელთაგანაც ნაწილი ამ დრომდე რჩება სტაციონარებში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0