თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ათს მიაღწია

© photo : courtesy of Tbilisi City Hallწყალდიდობა თბილისში
წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შორის მაშველებიც არიან.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. წყალდიდობამ, რომელიც კოკისპირულმა წვიმამ კვირას, 14 ივნისს ღამით გამოიწვია, ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრეს–სამსახური.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა და მათ შორის მაშველებიც არიან.  ზუსტდება დაკარგული ადამიანების რიცხვი. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული, რომელთაგან 16 ადამიანი სხვადასხვა მოტეხილობებით ამ დრომდე რჩება სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

გადაუღებელი წვიმის შედეგად, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ტერიტორიიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ. მაშველებმა რამდენიმე ცხოველის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება მოახერხეს, ნაწილის ლიკვიდაცია კი სპეცრაზმმა მოახდინა. თბილისის მოსახლეობას შესაბამისი სამსახურები  ქუჩაში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები –  დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში 22 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ 10 მლნ ლარი (დაახლოებით 4,4 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0