მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილი: უკრაინა საქართველოს დასახმარებლად მზადაა

გამოწერა
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენის შესახე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს ესაუბრა.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური მზადაა საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საქმეში დახმარება აღმოუჩინოს, განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას, 14 ივნისს.

მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, რომელიც კვირას ღამით, 14 მაისს მოხდა. სტიქიამ დააზიანა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, დატბორა უპატრონო ძაღლების თავშესაფარი და ზოოპარკი, რის შედეგადაც მრავალი ცხოველი, მათ შორის მტაცებელი, ქუჩაში აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 9 ადამიანი და ათობით ცხოველი.

"გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში“, –  წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

თბილისში ამ დრომდე გრძელდება ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დაჭერის ოპერაცია. დედაქალაქის მოსახლეობას შესაბამის სამსახურები სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში 22 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ 10 მლნ ლარი (დაახლოებით 4,4 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0