თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაცხოვრებლები —22 ათასი აბონენტი თბილისში, 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცნობეს.
კერძოდ, დაზიანდა მაღალი სიმძლავრის გადამცემი ხაზები „ვერა 1“ და „ვერა 2“. თელასის ტექნიკური სამსახური უკვე შეუდგა აღდგენით სამუშაოებს.
„ამ დროისათვის დიდუბე-ჩუღურეთის მაცხოვრებლები არ იღებენ ელექტროენერგიას. აღდგენითი სამუშაოები 18.00 საათისათვის დასრულდება“, – განაცხადეს „თელასის“ პრეს-სამსახურში.
გარდა ამისა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის ნაწილსაც.