სტიქიამ წყნეთი–ბეთანიის გზაზე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გამოწერა
წყნეთი–ბეთანიის გზაზე ამ დროისათვის ორი ადამიანის – 40 წლამდე ასაკის მამაკაცისა და 35 წლამდე ქალის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაახლოებით ხუთ დაკარგულ ადამიანს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სტიქიის შედეგად წყნეთი–ბეთანიის გზაზე კვირას ღამით, 14 ივნისს მთის დიდი მასა ჩამოიშალა, რომელმაც მთლიანად ჩახერგა ტერიტორია. მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდათ. დაშავებულთა შორის აშშ–ის მოქალაქეებიც არიან. ამ დრომდე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოახერხეს ტერიტორიიდან დაშავებულთა გამოყვანა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და გეოლოგები.

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ამ დროისათვის ორი ადამიანის – 40 წლამდე ასაკის მამაკაცისა და 35 წლამდე ქალის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაახლოებით ხუთ დაკარგულ ადამიანს.

სტიქია თბილისში კვირას ღამით, 14 ივნისს მოხდა. ძლიერმა წვიმამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა დატბორა ქუჩები და შენობების სარდაფები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე. 

ადიდებულმა მდინარე მტკვარმა ზოოპარკის მთლიანი ტერიტორია დაფარა, დატბორვის შედეგად ცხოველებმა ვოლიერები დატოვეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულია  6 ლომი, 6 ვეფხვი, 7 დათვი და 13 მგელი. რამდენიმე მათგანი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა იპოვეს, დააძინეს და მუნიციპალურ სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. 

თბილისის ცენტრალურ უბნებში ამ დრომდე გრძელდება გაქცეული მტაცებელი ცხოველები ძებნის ოპერაცია, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0