წყალდიდობის შეეგად ზოოპარკის თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე დაიღუპა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზოოპარკის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის გულიკო ჭიტაძის მეუღლეს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის შედეგად, სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, რომელთაგან ერთ–ერთი ზოოპარკის თანამშრომელი გულიკო ჭიტაძეა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ვეფხვი დაესხა თავს, იუწყება ზოოპარკის პრეს–სამსახური.

„ამ დროისათვის სამი გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი, მათგან ერთ–ერთი გულიკო ჭიტაძეა“, – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განხადებაში.

ვეფხვი ზოოპარკის თანამშრომელს 27 მაისს დაესხა თავს, იგი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და სასწრაფო ოპერაცია – ხელის ამპუტაცია გაუკეთეს. გულიკო ჭიტაძე 25 წელია ზოოპარკში მომვლელად მუშაობდა.

წყალდიდობა თბილისში კვირას ღამით, 14 ივნისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე მტკვარმა ზოოპარკის მთლიანი ტერიტორია დაფარა, დატბორვის შედეგად ცხოველებმა ვოლიერები დატოვეს. გაქცეულია  6 ლომი, 6 ვეფხვი, 7 დათვი და 13 მგელი. რამდენიმე მათგანი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა იპოვეს, დააძინეს და მუნიციპალურ სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ზოოპარკიდან ბეჰემოტიც გაიქცა, რომელიც გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და უკვე დააბრუნეს ადგილზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზოოპარკის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის გულიკო ჭიტაძის მეუღლეს.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ამ დრომდე გრძელდება გაქცეული მტაცებელი ცხოველები ძებნის ოპერაცია, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0