თბილისის ცენტრში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დაჭერის სპეცოპერაცია მიმდინარეობს

© facebook.com / Zaqro Qimadzeზოოპარკიდან გაქცეული ლომო
ზოოპარკიდან გაქცეული ლომო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებმა თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ფოცხვერისა და შავი პანტერას პლატოს ტერიტორიაზე გამოჩენის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს.

თბილისი, 14 ივნისი —Sputnik. ნუცუბიძის პლატოს  მცხოვრებლებმა თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ფოცხვერისა და შავი პანტერას პლატოს ტერიტორიაზე გამოჩენის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს. განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ გააკეთა. 

 „ბევრი ზარი შემოდის სამსახურში ცხოველთა გამოჩენის შესახებ. ჩვენი სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია. ვამოწმებთ ყველა მისამართს. ამ წუთას შემოვიდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის მეოთხე და მეხუთე პლატოების ტერიტორიაზე შავი პანტერა ნახეს. ადგილზე გასულია სამაშველო სამსახური. ასევე ეხლა მიმდინარეობს ფოცხვერის გადარჩენის ოპერაცია, რომელიც წყალში იხრჩობოდა“, – განაცხადა ფხალაძემ.

 წყალდიდობა თბილისში კვირა ღამეს, 14 ივნისს დაიწყო. წყალდიდობის შედეგად დანგრეული ვოლიერებიდან ცხოველები გაიქცნენ — ექვსი ლომი, ექვსი ვეფხვი, შვიდი დათვი და 13 მგელი. ცხოველთა ნაწილი დააბრუნეს ვოლიერებში. პოლიციას ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაცია მოუხდა. ზოოპარკიდან ბეჰემოტიც კი გაიქცა. იგი დილამდე თბილისის ცენტრში — გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. შემდეგ მოხერხდა ცხოველის დაძინება ტრანკვილიზატორებით და კვლავ თავის ვოლიერში დაბრუნება. 

 თბილისის ცენტრალურ რაიონებში გაქცეული ცხოველების დაჭერის ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. მოსახლეობას ხელისუფლება მოუწოდებს აუცილებელი შემთხვევების გარდა სახლები არ დატოვონ. 


ყველა ახალი ამბავი
0