თბილისის მერმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

© facebook.com/CityHallofTbilisiწყალდიდობა თბილისში
წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ბოლო მონაცემებით, ღამით თბილისში 7 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ათი ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. თბილისის ცენტრში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი და უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, ფაქტობრივად, განადგურებულია.

თბილისი, 14 ივნისი. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კვირას, 14 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 წყალდიდობა თბილისში შაბათს, ღამით არნახულმა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. შსს-ს ბოლო მონაცემებით, ღამით თბილისში 7 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ათი ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

 თბილისის ცენტრში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი და უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, ფაქტობრივად, განადგურებულია.

„პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც ადამიანების გადარჩენას გულისხმობს, თითქმის დასრულებულია. მაგრამ რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ვეძებთ. საგულისხმოა, რომ რამდენიმე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარება“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.


ყველა ახალი ამბავი
0