თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. "ვითარება რთულია, მაგრამ დაძლევადი" — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 14 ივნისს, დილით, გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვალიერებისას. ამის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს და თბილისის მერიას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ფინანსურ დახმარებას დაპირდა.