წყალდიდობა თბილისში: დადასტურდა ხუთი ადამიანის დაღუპვა

© "Рустави 2", стоп кадр телеэфираწყალდიდობა, გმირთა მოედანი
წყალდიდობა, გმირთა მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 14 ივნისი, —Sputnik. ბოლო მონაცემებით, კვირას, 14 ივნისს ღამით წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 „ამ მომენტისთვის (08.00) შემიძლია დავადასტურო ხუთი ადამიანის დაღუპვა, ასევე გრძელდება უგზო–უკვლოდ დაკარგულების ძებნა“, — განაცხადა ნარმანიამ.

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჯერ ვერ იპოვეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი, რომლებიც წყალდიდობის დროს ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ. ადამიანებს სანოძის ქუჩაზეც ეძებენ, რომელიც მდინარე ვერესთან მდებარეობს.

 გმირთა მოედანს, რის მიმდებარედაც ზოოპარკია განთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს და ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ეძებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა და სპეცრაზმის წევრებმა რამდენიმე ცხოველის დაძინება და ზოოპარკში გადაყვანა შეძლეს და რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია მოუხდათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მინდია ჯანელიძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეცადონ კვირა დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ, არ გადაადგილდნენ ავტომობილებით. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არსებული პრობლემების დროულად აღმოსადხვრელად და მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენად.


ყველა ახალი ამბავი
0