თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ

© facebook.com / Zaqro Qimadzeზოოპარკიდან გაქცეული ლომი
ზოოპარკიდან გაქცეული ლომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ თბილისის ცენტრში გადაადგილებისგან

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში კვირას, 14 ივნისის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკიდან რამდენიმე მტაცებელი ცხოველი გაიქცა. 

 „ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა: ზოოპარკის შესასვლელთან იმყოფებიან ზოოპარკის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ზოოპარკის ვეტერინარები ცდილობენ დააძინონ ყველა ცხოველი, რომელსაც წყალში ხედავენ და გამოჰყავთ ზოოპარკის დატბორილი ტერიტორიიდან. უახლოეს ინფორმაციას შეძლებისდაგვარად მოგაწოდებთ“, — ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც დილის 4 საათისათვის თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. 

 თავის მხრივ, თბილისის მერიაში შექმნილია წყალდიდობის სალიკვიდაციო შტაბი. 

"მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები ცდილობენ", — ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0