თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. კვირას, 14 ივნისს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის ცენტრალურ უბნებში წყალდიდობა გამოიწვია.
მაშველების საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ წყალმა დატბორა ქუჩები და შენობების სარდაფები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონში.
კოსტავას ქუჩაშე წყალმა კაზინო „ევროპის“ კედელი ჩამოანგრია, დატბორილია იუსტიციის სახლის პირველი სართული მტკვრის სანაპიროზე. მთლიანად წყალქვეშ მოექცა თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტრანსპორტის გადაადგილება დედაქალაქის მასშტაბით შეფერხდა. ძალიან ბევრ ქუჩაზე წყალი მდინარეებად მოედინებოდა. 00:30 საათის შემდეგ წვიმის ინტენსივობა შემცირდა.