თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ბაქოში ევროპული თამაშებისათვის მომზადებისა და გახსნის საზეიმო ცერემონიის ხარჯებმა დაახლოებით 100 მილიონი მანათი შეადგინა (დაახლოებით 100 მილიონი დოლარი), განაცხადა პრეს-კონფერენციაზე აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაგიმოვმა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინება.
პარასკევს ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნა, რომელიც 28 ივნისს დასრულდება. თამაშებზე სპორტის 20 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება.
„ევროპული თამაშებისათვის მომზადებისა და გახსნის საზეიმო ცერემონიის ხარჯებმა დაახლოებით 100 მილიონი მანათი შეადგინა — თქვა რაგიმოვმა. — თანხების ნაწილი კონტრაქტებზე ჯერაც არ არის დაფარული. საბოლოო დანახარჯებზე მხოლოდ ევროპული თამაშების დასრულების შემდეგ შევძლებთ ვისაუბროთ“.