თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. შვეიცარელი იოლანდა ნეფი პირველი ოქროს მედალოსანი გამარჯვებული გახდა კროს-ქანთრის დისციპლინა მაუნთინბაიკში ევროპულ თამაშებზე, რომელიც პარასკევს ბაქოში დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვისტი იტყობინება.
შაბათს შვეიცარელმა სპორტსმენმა დისტანციის გადალახვას 1 საათი, 31 წუთი და 5 წამი მოანდომა. ვერცხლის მედალი მის თანამემამულეს კატრინ შტირნემანს ხვდა წილად (1:33:08), ხოლო მესამე ადგილი პოლონელმა მაია ვლოშოვსკაიამ მოიპოვა (1:33:13). რუსი ეკატერინა ანოშინა მე-16 ადგილზე გავიდა შედეგით 1:42:33.
იოლანდა ნეფი გახდა პირველი ევროპული თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი სპორტსმენი.
პარასკევს ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნა, რომელიც 28 ივნისს დასრულდება. თამაშებზე სპორტის 20 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება. მომავალში ევროპული თამაშები 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.