თბილისი.13 ივნისი —Sputnik. ავტობუსის მძღოლი, რომელიც ბაქოში მიმდინარე პირველი ევროპული ოლიმპიური თამაშების მონაწილე მონაწილე ავსტრიელ სპოტრსმენებს დაეჯახა, დაკავებულია. ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის შსს-სა და გენერალური პროკურატურის განცხადებაში — იტყობინება სააგენტო რია ნოვისტი.
ავტობუსი, რომელსაც შეჯიბრის მონაწილეები გადაჰყავდა, ხუთშაბათ დილით „ათლეტთა სოფელში“ სამ ავსტრიელ სპორტსმენს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად დაზარალდნენ სინქრონული მოცურავეები ვანესა სახინოვიჩი, ლუნა პაიერი და ვერენა ბრაიტი. მათ შორის ყველაზე მძიმე ტრამვები სახინოვიჩმა მიიღო. მას უამრავი მოტეხილობა აქვს. 15 წლის სპორტსმენი სასწრაფოდ ვენაში გადაიყვენეს სადაც ოპერაცია გაუკეთდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
აზერბაიჯანის სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ავტობუსის მძღოლი დააკავა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„გამოძიების ფარგლებში განიხილება კომპანია Bakubus-ის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მათ უნდა შეერჩიათ კვალიფიციური მძღოლები და შესაბამისად არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა“ — ნათქვამია შეტყობინებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით, აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე „საგზაო მოძრაობის წესებისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის დარღვევის“ მუხლით.
პარასკევს ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნა, რომელიც 28 ივნისს დასრულდება. სპორტსმენები 20 სახეობაში 253 ჯილდოს კომპლექტისათვის შეეჯიბრებიან ერთმანეთს.