მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ექსპერტი: სააკაშვილის ოდესაში მუშაობის შედეგი 3-4 თვეში გამოჩნდება

© RIA Novosti . Илья Питалевმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარიოვი თვლის, რომ „სააკაშვილის ამოცანა ოდესაში ნგრევაა და არა შენება“

თბილისი, 12 ივნისი —Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პირველი შედეგები რამდენიმე თვეში გამოჩნდება, თვლის ცენტრ „მესამე სექტორის“ დირექტორი პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარიოვი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი უკრაინა იტყობინება. 

 უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა პიოტრ პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე  30 მაისს დანიშნა. 

 „სააკაშვილის მთავარი ამოცანაა — დაანგრიოს არსებული წესები  და შეავსოს  ბიუჯეტში უზარმაზარი შავი ხვრელი. ოდესაში მილიარდიანი ქონება იყრის თავს. არ ვაპირებ ვიფიქრო, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად შეძლებს ის ზეწოლას. იგი ისეთი ფსიქოტიპია, რომ მასზე მუქარა არ გასჭრის. მაგრამ შესაძლოა ჩაიძიროს ოდესის რეალობაში, როდესაც ადგილობრივი ჩინოვნიკები თავს დაუქნევენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ. არის ინტრიგა. სააკაშვილის ამოცანა ოდესაში ნგრევაა და არა შენება“- თქვა ზოლოტარიოვმა.

 პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილს მოუწევს ოდესის კორუფციული სისტემის დანგრევა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ახლებურად ცხოვრების“ ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება. 

 „შედეგს სამი-ოთხი თვის შემდეგ ვნახავთ“ — ამბობს ექსპერტი.

ყველა ახალი ამბავი
0