გარდაიცვალა ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი

© https://www.facebook.com/pages/Dr-Alexander-Rondeli/41322340813?fref=tsქართველი პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი
ქართველი პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი იყო.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ პარასკევს, 12 ივნისს იტყობინება. რონდელი საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი იყო.

 1991-1996 წლებში, ალექსანდრე რონდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1997-2001 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრს.  

 1976-1977 წლებში ალექსანდრე რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში (The London School of Economics and Political Science), ხოლო 1993-1994 წლებში ვუდრო ვილსონის სახელობის საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში (The Woodrow Wilson School of Public and International Affairs).

 1991 წელს ალექსანდრე რონდელი მიწვეული იყო ემორის უნივერსიტეტში (Emory University),1995 წელს მაუნტ ხოლიოკის კოლეჯში (Mount Holyoke College), ხოლო 1992, 1995 და 1997 წლებში ვილიამსის კოლეჯში (Williams College).

ყველა ახალი ამბავი
0