მაშველებმა აღმოსავლეთ საქართველოში გაუჩინარებული მწყემსის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიშატილი
შატილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში, კატასტროფული ხასიათის მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მაშველებმა  ხევსურეთში 10 დღის წინ მეწყერის ქვეშ მოყოლილი 52 წლის მწყემსი გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს,  - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური პარასკევს, 12 ივნისს იტყობინება.

 „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს. “ — ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში. ცხედარი პროზექტურაში ვერტმფრენით გადაასვენეს. 

 ინფორმაციის თანახმად, 2 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში, კატასტროფული ხასიათის მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.

გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0