თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისის მერიამ ბარათაშვილის ხედზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდა და იგი შვიდი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლა და ნაგებობის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების შესრულების ვადად 220 დღე განისაზღვრა.
„ბარათაშვილის ხიდზე დაზიანებების ხარისხი მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ფუნდამენტურად გავაკეთოთ ხიდი და მის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა ნაგებობაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იყოს, როგორც ავტომობილებისათვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პარასკევს, 12 ივნისს.
ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, ხიდის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.