თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ „ბაქო 2015 — პირველი ევროპული თამაშების" გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რომელიც პარასკევს, 12 ივნისს გაიმართა.
„საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის მონაკოს პრინცი, თურქეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი“, – იუწყება ირაკლი ღარიბაშვილის პრეს–სამსახური.
ევროპის კონტინენტის ისტორიაში ევროპული თამაშები 2015 წლის 12-28 ივნისს ჩატარდება ბაქოში.
საერთო ჯამში ბაქოში 20 სპორტული შეჯიბრი ჩატარდება: აქედან 16 იქნება სპორტის ოლიმპიური სახეობა, 4 არაოლიმპიური. 17 დღის მანძილზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 6 ათასზე მეტი სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის სახელით იასპარეზებს შეჯიბრებში.
საქართველოს სპორტის 17 სახეობაში 105 ათლეტი წარადგენს.
ევროპული ოლიმპიური კომიტეტის (EOC) 2012 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ბაქოს წილად ხვდა პატივი უმასპინძლოს პირველ ევროპულ თამაშებს.