თბილისის მერიამ შესაძლოა ქონების განკარგვის უფლება მიიღოს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად თბილისის მერიის ქონების გარკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება საკრებულოს დასტურს მოითხოვს, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, მერიის ფუნქციებს ზღუდავს და თვითმმართველობის ორგანოებს შორის გარკვეულ დისბალანსს იწვევს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსში შესწორებების განხილვას იწყებს. შესწორებები თბილისის მერიას პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციის უფლებას აძლევს.

კანონპროექტის ავტორების აზრით, შესწორებების მიზანია ხარვეზების გამოსწორება, თბილისის მერიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, ბიუროკრატიის აღმოფხვრა და ქონების მართვის მოქნილი სისტემის დამკვიდრება.

ამჟამად თბილისის მერიის ქონების გარკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება საკრებულოს დასტურს მოითხოვს, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, მერიის ფუნქციებს ზღუდავს და თვითმმართველობის ორგანოებს შორის გარკვეულ დისბალანსს იწვევს.

შესწორებები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 68-ე მუხლიდან პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოღებას (თბილისის საკრებულო ამტკიცებს თბილისის მთავრობის წარმოდგენილ საპრივატიზაციო ქონების სიას და პრივატიზაციის გეგმას).

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, აუცილებელია საკრებულოს ან მთავრობის თანხმობა ქონების მიღების პირობების ცვლილებებზე ან გაუქმებაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა სარგებლობაში ან მართვაში პრივატიზაციის გზით გადასცა.

შესწორებები ასევე ითვალისწინებს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების მიღების უფლებას. 

”ადრე ქონების განკარგვის უფლება მხოლოდ მთავრობას ჰქონდა. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი უფლებამოსილება მერიას უნდა ჰქონდეს. მაგრამ, ქვეყნის განვითარების ერთიანი ხედვის თანახმად, აუცილებელია კოორდინირებული და ჰარმონიული მუშაობა როგორც ქონების განკარგვის, ისე პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას”, — განაცხადა პარასკევს, 12 ივნისს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო შესწორებები მერიის მუშაობის ზედამხედველობის ფუნქციებს საკრებულოს არ უზღუდავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 2014 წლის 5 თებერვალს მიიღეს. თბილისს, როგორც საქართველოს დედაქალაქს, ”განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობის” სტატუსი მიენიჭა.

 


ყველა ახალი ამბავი
0