საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამცდენი დეპუტატების ტოპ–ათეული დაასახელა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა პარლამენტის რეგლამენტიდან ის ნორმა ამოიღონ, რომელიც ოჯახური პირობების გამო გაცდენას საპატიო მიზეზად მიიჩნევს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს, 12 ივნისს გაახმოვანა ათი დეპუტატის სია, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ პლენარულ სხდომებს. 

სიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლიდერობენ. ესენი არიან: 

• გიორგი ვაშაძე — 66 სხდომა

• ზაზა კედელაშვილი — 74 სხდომა

• როლანდ ახალაია — 80 სხდომა

• რამაზ ნიკოლაიშვილი — 94 სხდომა

• აზერ სულეიმანოვი — 96 სხდომა

• კობა ნაყოფია — 101 სხდომა

გამცდენთა შორის აღმოჩნდნენ:

• უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი — 82 გაცდენით

• ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი ენზელ მიქოიანი — 74 გაცდენით

• გოდერძი ბუკია — 91 გაცდენით 

• გოგი ლიპარტელიანი — 93 გაცდენით 

ამასთან, უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა პარლამენტის რეგლამენტიდნ ის ნორმა ამოიღონ, რომელიც ოჯახური პირობების გამო გაცდენას საპატიო მიზეზად მიიჩნევს. 

„თუ მათ (დეპუტატებს) რამე პრობლემა აქვთ, რომელიც ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება, ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო კომიტეტს, ამოიღოს პარლამენტის რეგლამენტიდან გაცდენის მიზეზი „ოჯახური პირობების გამო“, რომელიც საპატიოდ ითვლება“, — განაცხადა უსუფაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0