მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მერკელი ევროპის ნელი ტემპით განვითარებასთან დაკავშირებით წუხს

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფორმებმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა ესპანეთმა, პორტუგალიამ, ირლანდიამ გაატარეს, სერიოზულად შეარყია ევროკავშირის ეკონომიკა, ამიტომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განსაკუთრებული გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოს ევროზონაში „წონასწორობის შენარჩუნების“ საქმეში, მიაჩნია მერკელს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევროპა ეკონომიკურად ზედმეტად ნელი ტემპით ვითარდება, ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს ოჯახური საწარმოების ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„ევროპა ზედდმეტად ნელია. აშშ–ში ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის. ეს სასარგებლოა ადგილობრივი მეწარმეებისთვის. ჩვენში კი აკრძალულია ყველაფერი, რაც ნებადართული არ არის. ამიტომ პოლიტიკოსები უფრო უნდა გააქტიურდნენ“, — განაცხადა მერკელმა კონფერენციაზე. 

კანცლერის თქმით, სწორედ ოჯახური საწარმოებია „გერმანული საშუალო კლასის ბირთვი“, რომელიც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს  და მათ ქვეყნის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ. 

ინდოეთისა და ჩინეთისკენ

მერკელმა განაცხადა, რომ ოქტომბერში გერმანულ–ინდური კონსულტაციებია დაგეგმილი. „ინდოეთს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ განზრახული გვაქვს, ყოველმხრივი მხარდაჭერა გავუწიოთ მას, მათ შორის, პოლიტიკურიც“, — თქვა მერკელმა. 

„შემოდგომაზე მე კვლავ გავემგზავრები ჩინეთში“, — დაამატა კანცლერმა. 

მისი თქმით, ნიუ–დელიში თანამშრომლობის საკითხების განხილვაა დაგეგმილი, რომლებიც „ორიენტირებული იქნება საშუალო კლასზე“. ამ სფეროში „ჩვენ ასევე ვიყურებით ჩინეთისკენ“,– აღნიშნა მერკელმა. 

ევროპის ცენტრალური ბანკის როლი და ბერძნული ძალისხმევა

მერკელს მოუწია, დაეცვა ევროპის ცენტრალური ბანკი კონფერენციის მონაწილეების კრიტიკისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ საბერძნეთის მიმართ მონეტარული პოლიტიკა „შესაძლოა  სხვა სამხრეთ–ევროპული ქვეყნებისთვის არახელსაყრელ სიგნალად იქცეს“. 

„შეხედეთ აშშ–ის, იაპონიის მონეტარულ პოლიტიკას, რომლებიც უკვე წლებია ერთ კურსს მისდევენ. ასეთი პოლიტიკა წარმატების მომტანია“, — განაცხადა მერკელმა. 

რეფორმები, რომლებიც ევროპულმა სახელმწიფოებმა ესპანეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ გაატარეს, სერიოზულად შეარყია ევროკავშირის ეკონომიკა, ამიტომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განსაკუთრებული გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოს ევროზონაში „წონასწორობის შენარჩუნების“ საქმეში, მიაჩნია მერკელს. 

რაც შეეხება საბერძნეთს, „საკუთარი ძალისხმევა და ევროპის სოლიდარული მხარდაჭერა პროპორციული უნდა იყოს“, თქვა კანცლერმა. „იქ, სადაც არის ნება, იბადება გამოსავალი, მაგრამ ეს ნება ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს“, — დაამატა მან. 

ლტოლვილები და მიგრანტი მუშახელი

მიგრანტი მუშახელის თემა გერმანელებს დემოგრაფიული მიზეზების გამო აღელვებს, თქვა მერკელმა. „ჩვენთან ადამიანები სამუშაოდ ჩამოდიან ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია, უპირველესად კი, ახალგაზრდებს შორის“, — თქვა კანცლერმა. 

მერკელის თქმით, ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ გერმანიას მიგრანტი მუშახელის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მიღება შეუძლია, ისაა რომ ევროპის ქვეყნებში პროფესიული განათლების სკოლები ერთმანეთისგან განსხვავდება. „ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ მაგალითად, ესტონეთი და ლატვია პროფესიული განათლების სისტემას ნერგავენ“, — დაამატა მერკელმა. 

რაც შეეხება ლტოლვილების პრობლემას, რომელზეც, კანცლერს თქმით, „ყველა ჩვენგანი იმტვრევს თავს“, ამ კუთხით წლეულს გერმანია შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტ ლტოლვილს მიიღებს. 

„მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ასეთია: ჩვენ დავიცავთ იმათ, ვისაც დაცვა სჭირდება, ხოლო იმათ, ვისაც ჩვენი დაცვა არ სჭირდება, უნდა მიეცეთ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა“, — განაცხადა მერკელმა, რასაც დარბაზის აპლოდისმენტები მოჰყვა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0