”რუსეთის დღე” 12 ივნისს აღინიშნება

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციაში 12 ივნისს სახელმწიფო დღესასწაულთაგან ყველაზე ”ახალგაზრდა” - ”რუსეთის დღე” აღინიშნება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის პირველმა ყრილობამ 1990 წლის 12 ივნისს მიიღო დეკლარაცია რუსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. მასში რუსეთის კონსტიტუციის და მისი კანონების უზენაესობა აღიარეს. ამის შემდეგ სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრისას რუსეთი ხელისუფლების მთელი სისავსით სარგებლობდა, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”. 

დეკლარაცია ადასტურებდა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანასწორ სამართლებრივ შესაძლებლობებს, ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად  დაყოფის პრინციპს, რუსეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ოლქების, მხარეების უფლებების არსებითი გაფართოების აუცილებლობას. 

მნიშვნელოვანი ეტაპი რუსულ სახელმწიფოებრიობაში იყო ქვეყნის ახალი დასახელების — რუსეთის ფედერაციის (რუსეთი), ახალი პოლიტიკური რეალიების ამსახველი ახალი კონსტიტუციის, ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შემოღება. 

1991 წლის 12 ივნისს ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ბორის ელცინმა გაიმარჯვა.

1992 წელს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა საბჭომ გამოსცა დადგენილება რუსეთის ფედერაციის სუვერენული სახელმწიფოს შესახებ დეკლარაციის მიღების დღისათვის საზეიმო (უქმე) დღის მინიჭების შესახებ. 

პრეზიდენტის 1994 წლის 2 ივნისის ბრძანებულებით, დეკლარაციის მიღების დღე რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა.

1998 წლის 12 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თანამემამულეებს ცენტრალური ტელევიზიით წინადადებით მიმართა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღების დღე ”რუსეთის დღედ” გამოცხადდეს.

დღესასწაულის ოფიციალური დასახელება ”რუსეთის დღე” მხოლოდ 2002 წლიდან დამკვიდრდა, როდესაც ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის შრომის ახალი  კოდექსი, რომელშიც გაწერილი იყო ახალი საზეიმო და უქმე დღეები (მუხლი 112).

”რუსეთის დღე”, ტრადიციულად, მასობრივი სახალხო სეირნობით, სპორტული ღონისძიებებით და კონცერტებით აღინიშნება.

დეკლარაციის მიღების დღის იუბილესთან დაკავშირებით,  მთავარი დღესასწაული 2003 წელს პირველად დედაქალაქის წითელ მოედანზე  ჩატარდა. 2013 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ”რუსეთის დღე” (12 ივნისი) იმ გადაწყვეტილ ღონისძიებათა სიაში შედის, რომლებიც მოსკოვის წითელ მოედანზე ტარდება და ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დამატებითი შეთანხმება საჭირო აღარ არის.

1992 წლიდან ”რუსეთის დღის” კიდევ ერთ ტრადიციად იქცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიით გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოება სხვადასხვა სფეროებში – მეცნიერება და ტექნოლოგიები, ლიტერატურა და ხელოვნება, ჰუმანიტარული საქმიანობა.

2007 წელს, დღესასწაულის წინა დღეებში ახალგაზრდული ორგანიზაციების ”ედინაია როსიასა” და ”მოლოდაია გვარდიას” აქტივისტებმა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე პირველად ჩაატარეს აქცია ”როსიისკი ტრიკოლორი“. აქციაზე რუსეთის მოქალაქეებს ეროვნული დროშის ფერებში მილიონზე მეტი ბაფთა გადაეცათ. ამ დღის შემდეგ ეს აქციაც ტრადიციად იქცა.

”რუსეთის დღის” საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად  სადღსასწაულო სალუტებით დამთავრდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0