მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავები ბაქოში ევროთამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკში"ევროპული თამაშები"
ევროპული თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში 12 ივნისს გაიმართება. ამ ღონისძიების აღსანიშნავად ჩატარდება დიდი კონცერტი, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები და ადგილობრივი ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ლედი გაგა, ორნელა მუტი და სხვა ვარსკვლავები პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე 12 ივნისს გაიმართება, – იუწყება „სპუტნიკ აზერბაიჯანი“. 

პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში 12 ივნისს გაიმართება. ამ ღონისძიების აღსანიშნავად ჩატარდება დიდი კონცერტი, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები და ადგილობრივი ცნობილი სახეები იმონაწილებევენ. 

ცერემონიის საკონცერტო ნაწილში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავი, ლედი გაგა მიიღებს მონაწილეობას. საღამოს ორნელა მუტი გაუძღვება. ვარსკვლავების ცერემონიაში მონაწილეობის თაობაზე „ინსტაგრამის“ გვერდებიდან გახდა ცნობილი. 

აზერბაიჯანელი მომღერლებიდან სცენაზე გამოვლენ: აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ალიმ ჰასიმოვი, თურქული მუსიკალური შოუს „ხმის“ გამარჯვებული, „ევროვიზიის“ ორგზის გამარჯვებული ელნურ ჰუსეინოვი. თამაშების გახსნის ცერემონიის სხვა მონაწილეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ცერემონიაზე ასევე შეიძლება ვიხილოთ მომღერლები ადელი და რიკი მარტინი. თუმცა, ევროპული თამაშების პრეს–სამსახურმა ეს ინფორმაცია კომენტარის გარეშე დატოვა.  

„მაყურებელი განცვიფრებული იქნება ნანახით“, — განაცხადა ადგილობრივ  მედიასთან საუბრისას პირველი ევროპული თამაშების ოპერირების დირექტორმა საიმონ კლეგმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტადიონზე მსოფლიო დონის გახსნის ცერემონია გაიმართება. სტადიონზე შესვლა 17 საათზე დაიწყება, ცერემონია კი — 20 საათზე. ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. 

2015 წლის 12–28 ივნისის ბაქოს ევროპული თამაშები პირველად ტარდება ევროპის კონტინენტის ისტორიაში. 

სულ ჯამში ოცი შეჯიბრი გაიმართება. აქედან: 16 —ოლიმპიურ სახეობაში, 4 — არაოლიმპიურში. ევროპის ყველა კუთხიდან ჩასული სპორტსმენები 17 დღის მანძილზე წარმოაჩენენ საკუთარ ქვეყნებს. 

ბაქოს პირველი ევროპული თამაშების მასპინძლის პატივი 2012 წლის დეკემბერში ერგო ევროპული ოლიმპიური კომიტეტისგან. 


ყველა ახალი ამბავი
0