„კრწანისის“ სასწავლო ცენტრთან გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივი კირკიტაძე ოთხშაბათს, 10 ივნისს სასწავლებლიდან დათხოვნილი იყო, მეორე დღეს კი ადგილზე არ გამოცხადდა. მოგვიანებით იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 12 ივნისი –  Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს დაღუპული რიგითი ჯარისკაცის გივი კირკიტაძის ოჯახს. კირკიტაძის ცხედარი სასწავლო ცენტრ „კრწანისთან“ მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ პარასკევს, 12 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სასწავლო კურსებზე იყო მივლინებული.

„ გივი კირკიტაძე 10 ივნისს სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით იგი  სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი იპოვეს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ –ს 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0