თეიმურაზ ქარჩავა: „ანაკლიის პორტის ყველა ფინანსური წყარო დაზუსტებულია“

© courtesy of Anaklia Portანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს კონსორციუმს უკვე აქვს პორტის დაზუსტებული პროექტი და მისი მშენებლობის ყველა ფაზის ფინანსირების წყაროები. ეს მტკიცდება ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით, განაცხადა ქარჩავამ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. კონსორციუმ Anaklia Eco Park and Port–ის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა საქართველოს მთავრობის გერმანელ კონსულტანტებს შეხვდა, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის კანდიდატებს არჩევენ. 

კონსორციუმი, რომელიც მულტიფუნქციურ, ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს ანაკლიაში, 2015 წლის სექტემბრამდე გამოვლინდება, აცხადებდა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისა და მისი ოპერირების სურვილი სულ თორმეტმა მსხვილმა კონსორციუმმა გამოთქვა. მათგან შეირჩა ორი კომპანია, რომელთა შორისაც უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული. პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება.

„სპუტნიკ–საქართველოსთან“ ინტერვიუში კონსორციუმ Anaklia Eco Park and Port–ის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქარჩავამ გერმანელ კონსულტანტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 

— რა საკითხები განიხილეთ?

— ეს გაცნობითი შეხვედრა იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაისვა ტექნიკური და ფინანსური ხასიათის შეკითხვები. ყველა კითხვას ამ ეტაპისთვის მყარი პასუხები გაეცა. გარდა ამისა, მე ოფიციალურად განვაცხადე, რომ როგორც კი დამამთავრებელ ეტაპზე გადასვლის თაობაზე ოფიციალურ უწყებას მივიღებთ, ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხსაც გავცემთ და ყველა აუცილებელ დოკუმენტსაც წარვადგენთ ბანკის დასტურთან ერთად. 

— რაშია თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

— ჩვენს კონსორციუმს უკვე აქვს პორტის დაზუსტებული პროექტი და მისი მშენებლობის ყველა ფაზის ფინანსირების წყარო, რასაც ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია ადასტურებს. მიგვაჩნია, რომ პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხებში ჩვენს კონსორციუმს კონკურენტი არ ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს, ვინაიდან ჩვენი კონსორციუმის წევრები არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიები, რომლებიც უკვე 25 წელია მუშაობენ მსგავს პროექტებზე. 

— ვინ არიან თქვენი პარტნიორები? 

— ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია Powerchina,  ხოლო პოტენციურ პარტნიორებად, რომლებიც საკუთარ კაპიტალს ჩადებენ პროექტში, მოიაზრებიან: British Eco Power, Global Steel Holdings — Mittal, Tianjin Port, P & O Ports, Samsung Corporation და ევროპის საინვესტიციო ბანკი. 


ყველა ახალი ამბავი
0