ალასანიას პარტიამ საქართველოს განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა

© http://fd.ge/index.php?article_id=278&clang=0ალასანიას პარტიამ საქართველოს განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა
ალასანიას პარტიამ საქართველოს განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური ხედვა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მექანიზმების შექმნას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას და კონკურენტულ რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვის პრეზენტაცია გააკეთა, რომლის მთავარი პრინციპი სწრაფი ეკონომიკურ ზრდა და ძლიერი საშუალო ფენაა.  

 პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხუთშაბათს 11 ივნისს  შედგა, ესწრებოდნენ ბიზნესმენები და ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და პრესის წარმომადგენლები. 

  "თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური ხედვა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მექანიზმების შექმნას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას და კონკურენტულ რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას“ — ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ეკონომიკური ზრდის მისაღწევად „თავისუფალი დემოკრატების“ აზრით მთავარი ამოცანაა 2016-2020 წლებში, 3-6 % იანი ინფლაციის პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეადგენდეს 7-9% —ს. ოპოზიციონერთა გათვლებით, მონეტარული სტაბილურობის პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დღევანდელი 6 500 ლარიდან 12 000 ლარამდე ნიშნულის მიღწევას.

 რაც შეეხება ძლიერ საშუალო ფენას, აქ ამოცანაა  წლიური 20 000 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობის გაორმაგება. ასევე მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების შემოღება მცირე და საშუალო ბიზნესზე.

 თავისუფალი დემოკრატები იმედოვნებენ, რომ განსაკუთრებით გაიზრდება ფიქსირებული გადასახადის მქონე მცირე ბიზნესების რიცხვი საქმიანობის სახეების გაფართოების საფუძველზე.

 ოპოზიციის აზრით, ბიზნესში რეინვესტირებული კაპიტალი უნდა განთავისუფლდეს მოგების გადასახადისგან, უნდა მოხდეს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების რეორგანიზაცია, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) გაუქმება.

 გარდა ამისა „თავისუფალი დემოკრატები“ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ  ტექნიკური განათლების დონის ამაღლებას, ტექნოლოგიურ ადაპტირებას  და ინოვაციური პოტენციალის განვითარებას.


ყველა ახალი ამბავი
0